fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: კარნავალების ორგანიზატორი 28 წლის გოგონა 30 მეტრიან თხრილში იპოვეს – სხეულზე ჭრილობები დანით აქვს მიყენებული

ბერძნული მედია კიდევ ერთი მძიმე შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც ევროსის ტერიტორიაზე მოხდა. 28 წლის გოგონა, რომელიც კარნავალების ორგანიზატორი იყო, 30 მეტრიან თხრილში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიების პირველადი მასალების მიხედვით, 28 წლის გოგონას სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. მის გვერდით იპოვეს მოტოციკლი, რომლითაც სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ეძებდნენ. მისი სხეული 30 მეტრიან თხრილში მისმა ბიძამ იპოვა და სასწრაფოდ სამედიცინო ბრიგადა გამოიძახა, მაგრამ სამწუხაროდ, უკვე გვიან იყო.

როგორც ირკვევა, გოგონა კიდურებისა და გულმკერდის არეშია დაჭრილი, ხოლო მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

“ყველანი შოკირებულნი ვართ, რადგან მსგავსი აქ არაფერი მომხდარა. გამოძიება მიმდინარეობს, რომ დადგინდეს, რა გარემოებები უძღვოდა წინ ამ ყველაფერს, თუ რა მოხდა და როგორ აღმოჩნდა გოგონა თხრილში,” ამბობს ადგილობრივი.

გარდაცვლილი გოგონა კარნავალების ორგანიზატორი იყო და პარალელურად მევენახეობასა და მეღვინეობას სწავლობდა, სწორედ ამ სფეროთი იყო გატაცებული და სურდა საკუთარი თავი ამ მხრივ განევითარებინა.

onalem

ტესტ