fbpx
კრიმინალი

თესალონიკში დაკავებული ქართველი ქალები პირობითად გაათავისუფლეს – მათ საბერძნეთის დატოვება ეკრძალებათ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკში დაკავებული 12 პირიდან 6 მათგანი სასამართლომ დროებით გაათავისუფლა. მათ შორის არის სამი ქართველი ქალი, რომელსაც ბავშვების უკანონო გაშვილების საქმეში შუამავლის როლს ასრულებდა.

როგორც ცნობილია ბერძენმა ადვოკატმა და კიდევ ერთმა ექიმმა ჯარიმის სახით 30.000 ევრო გადაიხადეს, პარალელურად კი გათავისუფლებულებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

სამი ქართველი ქალი გამოძიების დასრულებამდე თვეში სამჯერ აუცილებლად უნდა წარსდგეს პოლიციის განყოფილებაში. ცხადია, ქვეყნიდან გასვლა მათაც აკრძალული აქვთ.

შეგახსენებთ, რომ კრიმინალური დაჯგუფება, რომლის წევრებიც ბავშვებს 25.000 ევროდ ყიდდნენ, 2016 წლიდან მოქმედებდა.

onalem

ტესტ