fbpx
კრიმინალი

ჯიბის ქურდების ლიდერი 8-ჯერ დააკავეს, თუმცა ციხეს ყოველ ჯერზე თავი დააღწია

1999 წელს პაგრატზე 18 წლის გოგონა დააპატიმრეს, რომელიც ხალხს ოსტატურად ძარცვავდა. ეს ის რომინაა, რომელიც პოლიციამ ცოტა ხნის წინ, ისევ ძარცვის ბრალდებითა და ”ჯიბის ქურდების” დაჯგუფების ლიდერობის ფაქტზე დააპატიმრა. მან მოახერხა, რომ გამოეცვალა სამი სახელი და 18 წლიდან 36 წლამდე ნამდვილი კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერად ჩამოყალიბდა, რომელიც ასობით წევრს ითვლის.

მათი სამიზნე ადგილები იყო მეტრო, კუნძული მიკონოსი და დაწესებულებები, სადაც სხვადასხვა კონცერტები და საღამოები იმართებოდა, დღიური ბრუნვა კი ათასობით ევროს უდრიდა.

რომინა მათი უფროსი იყო და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. დაუჯერებელია, მაგრამ ის ბოლო 2 წლის მანძილზე 8-ჯერ იყო დაკავებული, მაგრამ ციხიდან გამოსასვლელად გამოსავალს ყოველთვის პოულობდა.

36 წლის ალბანეთის მოქალაქეს ხშირად ჰქონდა ციხის კარიბჭე გადმოკვეთილი, თუმცა, ბედმა გასულ მაისს უმტყუნა, როდესაც შინაგან საქმეთ სამინისტროში ინფორმაცია შევიდა კრიმინალური ორგანიზაციის შესახებ, რომელსაც ვინმე რომინა ან ანტონია ხელმძღვანელობდა. დაიგეგმა და ჩატარდა 5 თვიანი ოპერაცია, რომელიც მოიცავდა ფიზიკურ მონიტორინგს, ”ბოსის” ტელეფონის დაბლოკვას, მეტროებში კამერების დაყენებას და ა.შ.

შედეგად ყველაფერი კამერების ფირზე აისახა. პოლიციის ინფორმაციით, ისინი ცდილობდნენ გარემოს მორგებოდნენ და ეცვათ სრულიად შესაბამისად, ატარებდნენ გაზეთებს, ჩანთებს, რუკებს და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი ქურდებთან ერთად კარგი მსახიობებიც იყვნენ.

onalem

ტესტ