fbpx
კრიმინალი

რა კავშირი აქვს კაროლაინის მკვლელობასთან პილოტის ძმას?! საქმის დეტალები

საბერძნეთის პოლიცია კაროლაინის მკვლელობის საქმეს ჯერ კიდევ იძიებს. მთავარი ამოცანა ახლა იმის დადგენაა, ჰყავდა თუ არა პილოტს, ხალამაბოს ანაგნოსტოპულოს, თანამზრახველი.

მედიამ გააჟღერა, თითქოს საქმესთან კავშირი აქვს ბაბის ძმას, თუმცა, 30 წლის მამაკაცი კატეგორიულად უარყოფს ამ ვერსიას:

“დანაშაულთან არანაირი კავშირი არ მაქვს. დიახ, ჩემი ძმის გვერდით ვიყავი მას შემდეგ, რაც ეს მოხდა, დაკრძალვაზე, კაროლაინის 40-ზე, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ძმა მკვლელი იყო. ვბრაზობდი, რასაც წერდნენ, რადგან ვფიქრობდი, რომ ისედაც ამ კოშმარში ცხოვრობდა და კიდევ უფრო ტანჯავდნენ ბრალდებებით.

მისი ბრალეულობის შესახებ მეც ჟურნალისტებისგან გავიგე, როცა ალონისოზე ვიყავი. ბაბი მას შემდეგ არ მინახავს, რაც კუნძულიდან პოლიციამ ვერტმფრენით წაიყვანა.

მე პირადად არასოდეს გამოვუძახებივარ პოლიციას დასაკითხად, როგორც ეჭვმიტანილი. რაც დაკავებულია, ჩემი ძმა საერთოდ არ მინახავს.

ძალიან რთულია ჩემი და ჩემი ოჯახის მდგომარეობა,” ამბობს ის.

onalem

ტესტ