fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთის პრეზიდენტმა ავღანელი გოგონა, არეზუ, თავის სასახლეში მიიწვია

ავღანელი გოგონა, არეზუ, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია თავისი ნიჭიერებითა და განსაკუთრებული კეთილშობილებით. მან ბოსტონის საერთაშორისო სკოლაში, არც მეტი არც ნაკლები, 5 წლიანი სტიპენდია მოიპოვა და სულ მალე ცოდნას გაიღრმავებს.

12 წლის ემიგრანტი ამერიკაში გამგზავრებამდე საბერძნეთის პრეზიდენტმა თავის სასახლეში მიიწვია და ამ ჟესტით პატივისცემა გამოხატა ოჯახის მიმართ, რომელმაც ცხოვრების ურთულესი ეტაპები გამოიარა და მიუხედავად იმისა, რომ არც ახლაა მისი ყოველდღიურობა იდეალური, მაინც მისცა შვილს ის საფუძველი, რომ უკეთესი მომავლისთვის იბრძოლოს.

არეზუს დედა მასწავლებელია და თარჯიმნად მუშაობს, ბავშვს გზა ამერიკისკენ მისი მონდომებით გაეხსნა, რადგან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არეზუს ბედი ეცადა.

გოგონამ საბერძნეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი ოცნებაა მომავალში ექიმი გახდეს, ახლა კი უკვე 5 ენას ფლობს, თუმცა, საუკეთესოდ მაინც მხოლოდ ერთი, გულის ენა მიაჩნია, რომელსაც ყოველთვის იყენებ, მაშინაც კი, როცა არცერთი უცხო ენა არ იცი. სწორედ ასე ამბობს 12 წლის არეზუ.

onalem

ტესტ