fbpx
კრიმინალი

საზარელი მკვლელობა როდოსზე: 31 წლის ქალი ყოფილმა შეყვარებულმა ჩაცხრილა, შემდეგ კი თავი მოიკლა

გავრცელებული ინფორმაციით, საზარელი შემთხვევა როდოსზე მოხდა. 40 წლის მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს შუა ქუჩაში, ყველას თვალწინ გაუხსნა ცეცხლი და შემდეგ მანქანით გაუჩინარდა, რომელსაც მისი თანამზრახველი მართავდა.

როგორც ამბობენ 31 წლის ქალმა, რომელიც მასწავლებელი იყო, მანქანა გააჩერა და იქიდან გადმოდიოდა. სწორედ ამ დროს მას მამაკაცი მიუახლოვდა და სანადირო თოფით ჩაცხრილა.

 

დადასტურებული ცნობებით, დამნაშავემ მოგვიანებით საკუთარ სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, პოლიციამ კი იპოვა წერილი, სადაც წერს, რომ 31 წლის ქალის გარეშე მის ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ ჩაიდინა სუიციდი.

მათ შორის არსებობდა პირადი ურთიერთობა, რომელიც როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქალმა ერთი თვის წინ დაასრულა, თუმცა, მამაკაცი ამ ყველაფერს ვერ ეგუებოდა.

 

onalem

ტესტ