fbpx
საზოგადოება

ბერძენი მამაკაცი სკოლის დირექტორს 2.700.000 ევროს კომპენსაციას სთხოვს, რადგან მის შვილს პირბადის გაკეთებისკენ მოუწოდა

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში სკოლის მოსწავლის მშობელი, რომელიც თვითტესტირებას ეწინააღმდეგება, სკოლის დირექტორს უჩივის. უკვე ცნობილია, რომ მან შვილი სკოლაში ტესტის შედეგის შესაბამის პლატფორმაზე დარეგისტირების გარეშე მიიყვანა და უარს აცხადებდა, მის სახლში წაყვანაზე.

ირკვევა, რომ მამაკაცი დირექტორს უჩივის და კომპენსაციის სახით 2.700.000 ევროს ითხოვს მისგან. საკუთარ საჩივარს კი იმით ასაბუთებს, რომ დირექტორი ბავშვს მოუწოდებდა, რომ პირბადე გაეკეთებინა.

“დღეს ბავშვი სკოლაში არ მივიყვანე, რადგან უნდა დაისვენოს. გუშინ შოკურ მდგომარეობაში იყო, ისევე როგორც სხვა ბავშვები. ორშაბათიდან დავბრუნდებით, ვნახავ, რა მოხდება პარასკევს სასამართლოში. მე ადვოკატის გარეშე მივალ, რადგან ჩემს დოკუმენტებს დიდი ძალა აქვთ.

მასწავლებელს დაეკისრება ჯარიმა 2.700.000 ევრო, ხოლო დანარჩენებს უფრო მეტი. ეს არის მასწავლებლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩადენილი უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებები,” განაცხადა მამაკაცმა.

თესალონიკის პაპანიკოლაუს საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების დირექტორი, პროფესორი, ნიკოს კაპრაველო აცხადებს, რომ ეს ადამიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საშიშია.

onalem

ტესტ