fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: ანა ვისი სცენაზე გამოსასვლელად ემზადებოდა, როცა დარეკეს და თქვეს, რომ თეატრში ბომბი იყო

თესალონიკის პოლიციაში განგაში გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ანა ვისის კონცერტის დაწყებამდე უცნობმა პირმა განახორციელა ზარი, ბომბის შესახებ.

კერძოდ, ანა ვისის კონცერტი ერთ-ერთ თეატრში 21:00 საათისთვის იყო დაგეგმილი, დაახლოებით 20:30 საათზე უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ თეატრის ტერიტორიაზე ბომბი იყო განთავსებული. ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდა როგორც პოლიცია, ასევე სპეციალური სამსახური, რომელიც ბომბების განაღმვაზე მუშაობს.

შემოწმებები დაახლოებით 21:30 საათზე დასრულდა და აღმოჩნდა, რომ ეს ზარი უბრალოდ ფარსი იყო და თეატრში არანაირი ბომბი არ არსებობდა.

როგორც ირკვევა, კონცერტი ჩვეულ რეჟიმში ჩატარდა და ხალხის ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა.

onalem

ტესტ