fbpx
საზოგადოება

კრეტაზე 29 წლის ემიგრანტ გოგონას ეძებენ – სანაპიროზე გავიდა და უკვალოდ გაქრა

გავრცელებული ინფორმაციით, კრეტაზე, კერძოდ კი, იერაპეტრაში, 29 წლის ემიგრანტ გოგონას ეძებენ.

ირკვევა, რომ ახალგაზრდა გოგონამ ოჯახს უთხრა, რომ სანაპიროზე, ზღვაში საბანაოდ მიდიოდა და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა, სახლში აღარ დაბრუნებულა.

ნათესავებმა მაშინვე განაცხადეს იერაპეტრას ნავსადგურის ადმინისტრაციაში და წამოიწყეს ოპერაცია მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.

ძებნის ოპერაციაში მონაწილეობას იღებს ორი საზღვაო გემი და დამატებით მოხალისეები.

დადასტურებული ინფორმაციით, 29 წლის გოგო იერაპეტრაში ცხოვრობს, თუმცა, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

 

onalem

ტესტ