fbpx
საზოგადოება

“დავინახე, რომ ჩემი ცოლი ეშმაკით შეპყრობილის როლს თამაშობდა, ან რამე დაალევინეს ან უბრალოდ თეატრია” – რას ამბობს მამაკაცი თესალონიკში ეგზორციზმზე

სანამ ადგილობრივი უწყებები ორგანიზაცია “ერთა ეკლესიის” მიერ ჩატარებული ეგზორციზმის რიტუალების საკითხს იძიებს, მედიასთან საუბრობს მამაკაცი, რომელიც ნანახით შოკირებული და საკმაოდ დაბნეულია. ის ამბობს, რომ მისი ცოლი უშუალოდ არის დაკავშირებული ამ ორგანიზაციასთან და დაინახა, თუ როგორ თამაშობდა როლს, რომ თითქოს ეშმაკით იყო შეპყრობილი.

“ვიცოდი, რომ ჩემი ცოლი სადღაც დადიოდა. ვეკითხებოდი ამის შესახებ, მაგრამ მპასუხობდა, რომ სადღაც სახლებში დადიოდნენ, მღეროდნენ, ლაპარაკობდნენ, აცხობდნენ. პირველად სიმართლე მაშინ გავიგე, როდესაც ვიდეო ვნახე. ან ეს უბრალოდ რაღაც თეატრია ან რაღაც დაალევინეს. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ეს ორგანიზაცია თაღლითობა იყო და წამოსულიყო, როცა კადრები ვნახე და ვკითხე, თუ რა იყო ეს, მიპასუხა, რომ ვიდეოში ისინი არ იყვნენ, არამედ სხვა ადამიანები. შოკში ჩავვარდი, როცა ვიდეო მათ საიტზეც ვნახე,” ამბობს ის.

როგორც ირკვევა, ეს ორგანიზაცია თესალონიკში მინიმუმ 10 წელია არსებობს, გუშინ კი, როდესაც მისი ხელმძღვანელი, ხარალამბოს ცაკონიდისი დააკავეს, ამბობდა, რომ ეს ღმერთის ნება იყო და რომ მათი “საქმიანობა” არ შეჩერდებოდა. ამჟამად ის თავისუფალია, ვიდრეო ნოემბერში სასამართლო პროცესი არ გაიმართება.

onalem

ტესტ