fbpx
საზოგადოება

ათენი: 3 წლის ბავშვი სკოლის ავტობუსში დარჩათ – ბიჭმა იქ სამი საათი მარტომ გაატარა

პალინში მდებარე ერთ-ერთი სკოლის ავტობუსში მცირეწლოვანმა მთელი სამი საათი მარტოდმარტომ გაატარა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ მოხდა, როდესაც ორ გამცილებელს ბავშვები სკოლის შენობიდან საბავშვო ბაღის შენობაში გადაჰყავდა. მათ ეგონათ, რომ ავტობუსიდან ყველა ჩამოიყვანეს, თუმცა, ვერ შენიშნეს, რომ 3 წლის ბიჭი ჯერ კიდევ შიგნით იყო და მათ ტერიტორია დატოვეს.

რამდენიმე ხანში მასწავლებელმა ბავშვის დედას დაურეკა და ჰკითხა, თუ რატომ არ იყო ის ადგილზე, ქალმა კი უპასუხა, რომ შვილი დილით ჩვეულებისამებრ ავტობუსით გაუშვა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს ბიჭის ძებნა და საბოლოოდ, სამი საათის შემდეგ, კვლავ ავტობუსში მჯდომარე იპოვეს.

დაკავებულია მძღოლიც და ორივე გამცილებელიც, რომელთაც, უყურადღებობის ფონზე, მცირეწლოვნის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ედებათ.

onalem

ტესტ