fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“მე ასეთი კაცი არ ვარ, ბოდიშს ვიხდი” – ტაქსის მძღოლი ქალის მანქანიდან ჩაგდების გამო საჯარო ბოდიშს იხდის

ტაქსის მძღოლი, რომელიც გუშინ ვულიაღმენის გამზირზე მომხდარი მკვლელობის, ფაქტობრივად, მოწმე გახდა, კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. მამაკაცს არაჰუმანურობის გამოჩენაში სდებენ ბრალს და ითხოვენ, რომ მუშაობის ლიცენზია ჩამოერთვას. როგორც ცნობილია, ქმრის მიერ დაჭრილი ქალი მის მანქანაში ჯდებოდა, მან კი ის არ შეუშვა. ამ ყველაფრის შემდეგ ის ახსნა-განმარტებას აკეთებს და საჯაროდ ბოდიშს იხდის:

“მე ჩემს კლიენტს ველოდებოდი, რომელთანაც წინასწარ მქონდა დაგეგმილი შეხვედრა. ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა. შემეშინდა სროლის… ყველაფერი არასწორად იყო ახსნილი. მე ასეთი კაცი არ ვარ.”

იხილეთ სრული ინტერვიუ:

onalem

ტესტ