fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში ჩამოვიდნენ, მცირეწლოვან შვილებს ამათხოვრებდენ და მათ მიერ ნაშოვნ ფულს კაზინოებში ხარჯავდნენ

ბერძნული მედია წარმოუდგენელი შემთხვევის შესახებ იუწყება. საბერძნეთის პოლიციამ დააკავა ცოლ-ქმარი, რომელიც საბერძნეთში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ჩამოვიდა და რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, 11 წლის და 4 თვის ბავშვების მიერ ნაშოვნი ფულით ცხოვრობდა, თავად კი, ხელსაც არ ანძრევდა.

საუბარია ბულგარელ ცოლ-ქმარზე, რომლის ორი შვილიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 11 წლის და 4 თვის, ქუჩაში მათივე იძულებით მათხოვრობდა. 11 წლის გოგონა თანხას ითხოვდა, ხოლო 4 თვის ბავშვს ის ფუნქცია ჰქონდა, რომ ხალხს შესცოდებოდა და მოწყალება გაეღო.

ეს ყველაფერი თესალონიკში ხდებოდა დაახლოებით 4 თვის მანძილზე. უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მშობლები ბავშვების ნაშოვნი ფულით ტავერნებში დადიოდნენ და მეზობელი ქვეყნების კაზინოებსაც კი სტუმრობდნენ. როგორც მედია წერს, მათი ცხოვრების სტილი ნამდვილად არ შეესაბამებოდა მათ ეკონომიკურ მდგომარეობას.

ცოლ-ქმარს ბრალს ადამიანების ტრეფინკინგისა და არასრულწლოვანთა სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების მუხლით წაუყენებენ.

ირკვევა, რომ ბავშვები მინიმუმ 4 თვის მანძილზე საათობით მათხოვრობდნენ თესალონიკის სხვადასხვა უბნებში, არ ჭამდნენ სათანადოდ, ეძინათ ტროტუარებზე და ცხადია, უფროსი არ დადიოდა სკოლა. ამ დროისთვის ისინი სპეციალურ მასპინძელ სტრუქტურაში არიან გადაყვანილი.

ბრალდებულებს ჩამოართვეს 11 მობილური ტელეფონი, რომლებსაც ისინი საკომუნიკაციოდ იყენებდნენ.

onalem

ტესტ