fbpx
საზოგადოება

ექსკლუზივი: ვინ არის გოგონა, რომელსაც კალითეაში მჟავით სახე დაუწვეს

ვრცელდება ექსკლუზიური კადრები, თუ ვინ არის 34 წლის გოგონა, რომელსაც კალითეაში, საკუთარი სამსახურის შენობაში, თავს სხვა ქალი დაესხა და მჟავის დიდი რაოდენობა სახესა და სხეულზე შეასხა. შედეგად მან ღრმა დამწვრობები მიიღო და ახლა მეორე ოპერაცია უტარდება, ექიმები მისი თვალის გადარჩენას ცდილობენ.

ის ტელეკომპანია Alpha-ზე, ერთ-ერთ გადაცემაში, “Deal”, მონაწილეობდა, რომელიც ეთერში 2019 წლის დასაწყისში გავიდა.

იოანა პაპასპირუს კოლეგები ამბობენ, რომ ეს აშკარა მკვლელობის მცდელობა იყო.

მის გვერდით იმყოფებიან დედა და ძმა და მობილიზებულია მთელი სამედიცინო პერსონალი, რომ ახალგაზრდა ქალს, რომელმაც ენით აღუწერელი ტკივილი გამოიარა, მდგომარეობა შეუმსუბუქონ.

როგორც ირკვევა, თავდამსხმელი მას უთვალთვალებდა და კარგად იცოდა ყოველი ნაბიჯი, რომელსაც იოანა დგამდა. იცოდა, სად მუშაობდა და რა დროს მიდიოდა ოფისში. შავებში ჩაცმული ქალი, რომელსაც პირბადეც ეკეთა, კიბესთან იმალებოდა, საიდანაც იოანას ლიფტში შესვლამდე გამოვიდა და მჟავა პირდაპირ სახეში შეასხა.

34 წლის ქალს სხეულის 20% აქვს დამწვარი.

onalem

ტესტ