fbpx
საბერძნეთი

გადაადგილების აკრძალვა მომდევნო 6 თვე და ჯარიმა 150 ევრო – რა იცვლება ათენში 1 ივნისიდან?!

საბერძნეთის მთავრობა მომდევნო 6 თვის მანძილზე ათენის ცენტრში მანქანებით გადაადგილებას კრძალავს. ეს იმისთვის, რომ ფეხით მოსიარულეთათვის შეიქმნას კიდევ უფრო მეტი სივრცე და ნელ-ნელა მომზადდეს საფუძველი პროექტის, “ათენის დიდი გასეირნება”, სამუშაოების დასაწყებად.

კერძოდ, მანქანებით გადაადგილება აკრძალული იქნება 1 ივნისიდან: მიტროპოლეოს-ერმუს-ათინას-სტადიოს ქუჩებზე. გამონაკლისი დაიშვება საჯარო ტრანსპორტისა და ტაქსებისთვის. ასევე მათთვის, ვინც ამ ქუჩებზე ცხოვრობს ან პროფესიული მიზნით (გადაზიდვები) გადაადგილდება.

თითოეული კანონდამრღვევი დაჯარიმდება 150 ევროთი და არ დაიშვება გამონაკლისები.

აღნიშნული აკრძალვები მოქმედებს მომდევნო სამი თვის მანძილზე მინიმუმ და სავარაუდოდ, 6 თვემდეც გასტანს.

onalem

ტესტ