fbpx
საბერძნეთი

გვჭირდება თუ არა ვიზიტის წინასწარ დანიშვნა ორშაბათიდან მაღაზიებში წასასვლელად – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ორშაბათიდან, 18 იანვრიდან, მაღაზიები იხსნება და მოსახლეობა ფასდაკლებებით სარგებლობას თავისუფლად შეძლებს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იმისთვის, რომ მომხმარებელს შესძლებოდა მაღაზიის შიგნით შესვლა და ამ გზით ვაჭრობა, აუცილებელი იქნებოდა ვიზიტის წინასწარ დანიშვნა.

როგორ შევძლებთ ვაჭრობას ორშაბათიდან, რა გვჭირდება და რა არა?! ყველა აღნიშნულ კითხვაზე პასუხი შემდეგია:

18 იანვრიდან მაღაზიებში წასასვლელად საჭირო არ იქნება ვიზიტის წინასწარ დანიშვნა, არამედ პირდაპირ მიბრძანდებით სასურველი ნივთის შესაძენად. მხოლოდ უნდა გაითვალისწინოთ ორი რამ:

  • აუცილებლად უნდა გქონდეთ გაგზავნილი SMS, ციფრით 2, 13033-ზე, რომელიც 2 საათის მანძილზე იქნება ძალაში.
  • უნდა იცოდეთ, რომ მაღაზიაში მკაცრად იქნება გაკონტროლებული მომხმარებელთა რაოდენობა, რის გამოც, შესაძლოა პირდაპირ შესვლა ვერ შეძლოთ და მოგიწიოთ ლოდინი.

*აუცილებელია ნებისმიერ შემთხვევაში 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.

აღნიშნული ცვლილების მიუხედავად, ძალაში რჩება ტელეფონის საშუალებით შეკვეთა და შემდეგ გამზადებული შეკვეთის წამოღება.

*”წითელ ზონაში” არსებულ ტერიტორიებზე მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ Click Away-ს მეთოდით.

onalem

ტესტ