fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“მე ანასტასია მქვია და ექიმებმა მითხრეს, რომ ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო კვირაა”

“მე ანასტასია მქვია, მხოლოდ 20 წლის ვარ და ექიმებმა მითხრეს, რომ ეს კვირა ჩემი სიცოცხლის ბოლო კვირა იქნება. 

2017 წლის სექტემბერში გავიგე, რომ ავთვისებიანი სიმსივნე მქონდა. ძალიან ბევრი ვებრძოლე… მართლა… 

როცა საავადმყოფო დავტოვე, მითხრეს, რომ კარგად ვიქნებოდი, რადგან ვიმკურნალე. რადგან ბევრი ვებრძოლე… მაგრამ, როგორ შეუძლია ღმერთს იყოს ასეთი უსამართლო, მამას ჩემს თავსაც ართმევს, რადგან დედა ზუსტად იგივე პრობლემით, 16 წლის წინ დაიღუპა.

ჩვენ ყველა არ ვართ იღბლიანები, ყველა ვერ ვიმარჯვებთ სიმსივნესთან ბრძოლაში…

2018 წლის სექტემბერში საავადმყოფოში ანალიზის ჩასატარებლად წავედი, ვიცოდი, რომ ქიმიის შემდეგ კარგად ვიქნებოდი, მაგრამ რა ვნახე?! სიმსივნის ახალი მეტასტაზები…

კარგი, ვთქვი, რომ კიდევ ვიბრძოლებდი, ახლა სიმსივნე მთელს სხეულში მაქვს, პანკრეასსა და ფილტვებზეც… და ეს უკვე მე-4 სტადიაა.

მიუხედავად ამისა, მე ვიბრძოლე და ვგრძნობ, რომ ძლიერ ვარ…იმასაც ვგრძნობ, რომ ხვალ თუ ზეგ, ამ ქვეყანას დავტოვებ.

2 თვეა კორტიზონით ვცხოვრობ, რადგან ციხე დაბლა არასოდეს იწევს…”

onalem

ტესტ