fbpx
საზოგადოება

ოფიციალურად! საბერძნეთში ორშაბათიდან მაღაზიები იხსნება – იხილეთ დეტალები

რამდენიმე წუთის წინ ნიკოს ხარდალიასის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, საბერძნეთში ორშაბათიდან ცვლილებებია მოსალოდნელი, მაგრამ გადაადგილების აკრძალვა, საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე, მაინც ძალაში რჩება. ეს ნიშნავს, რომ კვლავ საჭირო იქნება SMS გადაადგილებისთვის.

კერძოდ, 18 იანვრიდან იხსნება:

ტანსაცმელის, აქსესუარების, ფეხსაცმლის და ა.შ. მაღაზიები

მოლები

სილამაზის სალონები

დიეტოლოგიის ცენტრები

ესთეტიკური ცენტრები.

ყველა ამ დაწესებულებაში სტუმრობისას თითოეულმა ადამიანმა უნდა გააგზავნოს SMS, ციფრით 2, ნომერზე 13033.

ასევე, მაღაზიებს და სუპერმარკეტებს აქვთ უფლება იმუშაონ 24 იანვარს, კვირა დღესაც, თუმცა, ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურ სურვილზე.

იმ ზონებში, რომლებიც გამოცხადებულია “წითელ ზონებად”, მაღაზიები მხოლოდ და მხოლოდ Click Away-ს პრინციპით იმუშავებს, ხოლო დანარჩენ ტერიტორიებზე შიგნით შესვლა შესაძლებელი იქნება. ცხადია, მკაცრად იქნება გაკონტროლებული მომხმარებელთა რაოდენობა.

SMS, რომელიც გაგზავნილი იქნება მაღაზიაში წასასვლელად, იმოქმედებს 2 საათის მანძილზე.

onalem

ტესტ