fbpx
საზოგადოება

ბერძნები იმიგრანტების წინააღმდეგ – თავშესაფრის მაძიებლებს არავინ იღებს

გასული ღამე თესალონიკის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლის, ვრასნას მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. ღამის 12  საათისთვის, რამდენიმე ტურისტული ავტობუსი აღნიშნულ ტერიტორიაზე მივიდა. მათ კუნძულ სამოსიდან 200-მდე თავშესაფრის მაძიებელი იმიგრანტი გადაჰყავდათ. ამ ყველაფერს ადგილობრივი ბერძნების დიდი პროტესტი მოჰყვა და ლტოლვილები ვრასნაში არ შეუშვეს.

150-მდე ბერძენი გარეთ გამოვიდა და გზები გადაკეტეს, რათა შემდგომში იმიგრანტებით დატვირთული ავტობუსები იქ არ შესულიყვნენ. მათ მკაცრად გააფრთხილეს სასტუმროების მფლობელებიც, რომ თუკი ლტოლვილებსა და იმიგრანტებს იქ განთავსების უფლებას მისცემდნენ, ბიზნესი სრულიად ჩაუვარდებოდათ და ცხადია, მეპატრონეებმა ამის გამო უკან დაიხიეს.

საბოლოოდ, ვინაიდან “ასილოს” მაძიებელი იმიგრანტები ვრასნაში არავინ მიიღო, ისინი ხალკიდაში გადაიყვანეს, რასაც კიდევ დამატებითი ხარჯები დასჭირდა.

ადგილზე განლაგებულები იყვნენ პოლიციის ოფიცრებიც, რათა სიტუაცია ზედმეტად არ გართულებულიყო.

onalem

ტესტ