fbpx
კრიმინალისაზოგადოება

“ფულს მაშინ გადაგიხდით, როცა მინდა” – ემიგრანტები, რომლებიც სამსახურში სცემეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სასტიკად არის ნაცემი ორი ემიგრანტი, რომელიც საბერძნეთში, კერძოდ კი, ლარისაში მუშაობდა. ისინი დამსაქმებელს უჩივიან.

თავდაპირველად ამის შესახებ რასიზმსა და ფაშიზმთან ბრძოლის მოძრაობა იუწყებოდა. პაკისტანის ორი მოქალაქე ფერმის მფლობელმა, ვისთანაც ისინი მუშაობდნენ, სასტიკად სცემა. როგორც ცნობილია, პაკისტანელები ნამუშევარი დღეების თანხის გადახდას ითხოვდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ფერმის მეპატრონე მათ ეუბნებოდა, რომ თანხას ნუ ითხოვდნენ, რადგან იმდენს და მაშინ გადაუხდიდა, როცა მოესურვებოდა.

“ოქროს განთიადის წევრები და პოლიცია ჩემი მეგობრები არიან, მათ შევატყობინებ და ლარისაში ცოცხალ პაკისტანელს არ დავტოვებთ,” განუცხადა მან.

აღნიშნულის შესახებ ნაცემმა ემიგრანტებმა საჩივარი შეიტანეს და სასამართლო პროცესი 21 თებერვლისთვის ჩაინიშნა.

onalem

ტესტ