fbpx
საბერძნეთი

ერთი ბავშვის ფასი 70.000-დან 120.000 ევრომდე – ცნობილი ბერძენი გინეკოლოგი ბავშვებით ვაჭრობის დაჯგუფების მეთაური იყო

როგორც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, ხანიაში დააკავეს რამდენიმე პირი, რომლებსაც ბრალად ბავშვების უკანონო გაშვილება და ბაჭრობა ედებათ. გამოძიება უფრო მეტ დეტალს ამხელს და როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული დაჯგუფების მეთაური ცნობილი ხანიელი გინეკოლოგი იყო.

საუბარია 73 წლის ექიმზე, რომელიც ხანიაში განსაკუთრებით ცნობილია და უამრავი ადამიანი სწორედ მას მიმართავს საჭიროების შემთხვევაში. საკუთარ თანამშრომლებთან ერთად მას ჩამოყალიბებული ჰქონდა დაჯგუფება, რომელიც შედგებოდა მისგან, ემბრიოლოგისგან, ბიოლოგისგან და რა თქმა უნდა, ქალებისგან, რომლებსაც აფეხმძიმებდნენ და სუროგატი დედების როლს ასრულებდნენ, შემდეგ კი, მათ მიერ გაჩენილ ბავშვებს ყიდდნენ.

“ტარიფი”, რომელიც მათ ბავშვებზე ჰქონდათ დადებული, მერყეობს 70.000-დან 120.000 ევრომდე – დაჯგუფების მთავარი კლიენტები იყვნენ არა მხოლოდ უშვილო წყვილები, არამედ ერთსქესიანი წყვილები, ასევე, მარტოხელა მამაკაცები, რომლებსაც შვილი უნდოდათ.

რაც შეეხება სუროგატ დედებს, ისინი რუმინელი ქალები იყვნენ, რომელიც ამ საქმეზე, ცხადია, თანხის სანაცვლოდ თანხმდებოდნენ. ცხადია, ეს ყველაფერი გარკვეულ დოკუმენტაციას მოითხოვდა, შესაბამისად, მაგალითად მარტოხელა მამაკაცები ფორმალურად ქორწინდებოდნენ სუროგატ დედებზე, ბავშვის გაჩენის შემდეგ კი, შორდებოდნენ და ახალშობილს იტოვებდნენ.

ეს ყველაფერი ერთი შეხედვით კარგად დაგეგმილი დანაშაულია, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა გარკვეული დროის მანძილზე, თუმცა, საბოლოოდ, პოლიცია დაჯგუფება გაშიფრა და ამ დროისთვის ამ საქმეზე 9 ადამიანია დაკავებული, მათ შორის, ორი ათენში.

onalem

ტესტ