fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკი: 45 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის სახურავიდან გადმოვარდა

თესალონიკში, კერძოდ ფილიროში, სამწუხარო ინციდენტი მოხდა. 45 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის სახურავზე ბუხრის შესაკეთებლად ავიდა და იქიდან გადმოვარდა.

მამაკაცმა დაცემისას სერიოზული დაზიანებები მიიღო. ადგილობრივი ხელისუფლება შემთხვევის სხვა გარემოებებს იძიებს.

დაშავებული სასწრაფოდ გადაიყვანეს იპოკრატიოს საავადმყოფოში, სადაც ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

onalem

ტესტ