fbpx
კრიმინალი

“ახლა ვიხსენებ და მგონი, მისი სახე მეცნობა, გავიხსენებ, საიდან ვიცნობ და გეტყვით” – 34 წლის ქალის ახალი ჩვენება

34 წლის იოანა პოლიციას კიდევ ერთ ჩვენებას აძლევს და ფიქრობს, რომ ქალის სახე მისთვის ნაცნობი იყო. თავდაპირველად აცხადებდა, რომ არ იცოდა, ვინ იყო და რატომ გაუკეთა ასეთი რამ, მაგრამ მას შემდეგ, რაც საშინელი შოკიდან ნელ-ნელა გამოდის, მის მეხსიერებაში ახალი დეტალები ამოტივტივდა.

“ახლა, როცა თავდასხმის დეტალებს ვიხსენებ, მგონია, რომ მისი სახე მეცნობოდა. ვცდილობ, გავიხსენო, საიდან ვიცნობ და მგონი, რომ გავიხსენებ და გეტყვით,” ასეთია მისი ბოლო სიტყვები ინციდენტთან დაკავშირებით.

ათენში იმყოფებიან იოანას დედა და ძმა. ოჯახი მუდმივად სოფელში ცხოვრობს და ისინი არ იცნობენ იოანას კოლეგებსა და მეგობრებს პირადად, რადგან გოგონა ათენში მუშაობდა და მარტო ცხოვრობდა.

“ახლა ერთადერთი, რაც მინდა ის არის, რომ ჩემი და კარგად იყოს, სხვა დანარჩენზე მოგვიანებით ვისაუბრებთ,” ამბობს მისი ძამ.

ახლად გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს თავად იოანა, თავდასხმამდე და მას შემდეგ და ასევე ორი სხვა ადამიანი, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს.

სხვა წყაროების ცნობით, მჟავის შესხმის დროს თავდამსხმელი მსხვერპლს უყვიროდა: “მიიღე, ასე მოგიხდება!” 

აქედან გამომდინარე შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ მას სერიოზული პირადი პრობლემა ჰქონდა იოანასთან, რის გამოც მისთვის უკიდურესად დიდი საშინელების გაკეთება გადაწყვიტა. თუმცა, კონკრეტული მოტივი უცნობია.

იოანას მჟავით დამწვარი აქვს სახე და ხელები, სხეულის 20% და როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას ძალიან დიდი დრო დასჭირდება რეაბილიტაციისთვის. ექიმები ცდილობენ მისი თვალის გადარჩენასაც. განსაკუთრებით ღრმა დამწვრობები აქვს სახის მარცხენა ნაწილში.

onalem

ტესტ