fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: პაკისტანელმა მის მაღაზიაში შეჭრილი მძარცველების შიგნით ჩაკეტა, თავად კი, გარეთ გამოვიდა და პოლიცია გამოიძახა

უპრეცენდენტო შემთხვევა თესალონიკში მოხდა, სადაც პაკისტანელი მამაკაცის მაღაზიაში ბოშები შეიჭრნენ.

როგორც ირკვევა, მამაკაცი ტელეფონებსა და სხვადასხვა აქსესუარებს ყიდის. მის მაღაზიაში უცნობი პირები შეიჭრნენ და დანით დაემუქრნენ, რომ ფული მიეცა. მიუხედავად ამ დაძაბულობისა, პაკისტანელმა შეძლო, რომ დამცავი გისოსები ჩამოეწია და უმოკლეს დროში თავად გარეთ გამოვიდა.

ცხადია, მძარცველები მაღაზიაში მომწყვდეულები აღმოჩნდნენ, პაკისტანელმა კი, პოლიცია გამოიძახა და ისინი მალევე დააკავეს.

დამნაშავეებმა ოფიცრებს უთხრეს, რომ მაღაზიაში იმიტომ შეიჭრნენ, რომ პაკისტანელს მათი ვალი ჰქონდა და არ უბრუნებდა. ორივე მათგანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც პირველად ჩვენებას მისცემენ.

onalem

ტესტ