fbpx
საზოგადოება

ხალკიდიკი: სასტუმროს მფლობელი საკუთარ თანამშრომლებს თავად სთავაზობდა ოთახებში ცხოვრებას

დიდი სკანდალი გამოიწვია ხალკიდიკიში მდებარე სასტუმროს ოთახებში ფარული კამერების აღმოჩენამ, რომლებიც თავად მეპატრონეს ჰქონდა დამონტაჟებული, რათა წყვილების ინტიმური ცხოვრება აღებეჭდა. მედიასთან იმ წყვილის ადვოკატი საუბრობს, რომელმაც კამერა იპოვა. ის განმარტავს, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მამაკაცი საკუთარ თანამშრომლებს უფასოდ აცხოვრებდა ოთახებში, რადგან მათ ფინანსური პრობლემები ჰქონდათ, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, სასტუმროს მფლობელი 25 წლის გოგონასა და მის 26 წლის შეყვარებულს უფასოდ არ სთავაზობდა ოთახს, არამედ ზოგადად, თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ ოთახებში ეცხოვრათ იმისთვის, რომ გამოჩენილიყო, თითქოს სასტუმროში ბევრი ხალხი იყო და მოთხოვნად დაწესებულებას წარმოადგენდა.

ისინი კიბერდანაშაულის დირექტორატისგან ითხოვენ დახმარებას, რათა დადგინდეს, ხომ არ გადაეგზავნა რომელიმე პორნოგრაფიულ საიტს მათი ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრები და სასტუმროს მფლობელმა ამ ყველაფრით რაიმე ფინანსური სარგებელი ხომ არ მიიღო.

33 წლის მეპატრონის თქმით, კადრები პირადი გამოყენებისთვის ჰქონდა, თუმცა, თუ დადგინდება, რომ მის მიერ ამ კადრების გავრცელებით მიღებული თანხა, 12.000 ევროს აჭარბებს, დანაშაულის სიმძიმე გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ კამერები ჯამში 10 ოთახში იპოვეს.

onalem

ტესტ