fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

ლიზ ტრასი პართენონას სკულპტურების საბერძნეთში დაბრუნების საკითხს არ ემხრობა

რამდენიმე ხნის წინ საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, ბრიტანულ მედიასთან განაცხადა, რომ ლიზ ტრასთან აუცილებლად დააყენებდა პართენონას სკულპტურების დაბრუნების საკითხს. როგორც ჩანს, ბრიტანულმა მედიამ ახალ პრემიერს თავადაც დაუსვა ეს კითხვა, პასუხი კი, ბერძნული მხარისთვის არცთუ ისე სასიამოვნოა.

როგორც ჩანს, ტრასმა რამდენიმე წამით იყოყმანა, შემდეგ კი, უპასუხა: “არ ვემხრობი ამ საკითხს.” პრემიერს აშკარად უხერხულობა შეექმნა ამ კითხვის დასმის შემდეგ და პასუხიც თავდახრილმა გასცა.

მიცოტაკიმ Sunday Times- თან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრიტანეთს ახლა არცთუ ისე სახარბიელო იმიჯი აქვს, ახალ პრემიერს კი, სანდოობის შექმნა სჭირდება, აქედან გამომდინარე ბრიტანეთის მხრიდან საკმაოდ კარგი ჟესტი იქნებოდა, თუ საბერძნეთს სკულპტურებს დაუბრუნებდა, რომლებზეც ამდენი ხანია მიმდინარეობს დავა.

onalem

ტესტ