fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის საჰაერო ძალების მეთაურმა თანამდებობა დატოვა – რატო მიიღო ეს გადაწყვეტილება?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის საჰაერო ძალების მეთაური, გიორგოს კუმედაკი თანამდებობიდან გადადგა. მან განცხადება, პოსტის დატოვების შესახებ, დღეს შუადღეს დაწერა.

პირველადი ინფორმაციით, მისი გადადგომა შეიძლება დაკავშირებული იყოს ხანძრების დროს საფრენი ტექნიკის ხელმისაწვდომობასთან, თითქოს, არ იყო საკმარისი ის ძალისხმევა, რაც შეიარაღებულმა ძალებმა გამოიჩინეს ხანძრების ჩასაქრობად.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში დაზუსტდეს ინფორმაცია, რატომ დატოვა პოზიცია მეთაურმა მაშინ, როცა ქვეყანა ხანძრის შუაგულში იმყოფება.

onalem

ტესტ