fbpx
საბერძნეთი

დეპუტატი კლეონ გრიგორიადი პარლამენტში ჩართვისას გაშიშვლდა (ვიდეო)

ΜεΡΑ25-ის დეპუტატის, კლეონ გრიგორიადის გამოჩენამ კამერაში უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო პარლამენტი, ასევე დეპუტატი, მარია აპაძიდი, რომელმაც სცადა, რომ მისი კადრი გადაეფარა და კამერას ხელი დაადო.

კერძოდ, როდესაც აპაძიდი ვებექსის საშუალებით პარლამენტის წინაშე მუნიციპალური პოლიციის შესახებ კანონპროექტზე საუბრობდა, გრიგორიადი მის უკან გამოჩნდა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო. სწორედ იმ მომენტში ქ-ნ მარიამ კამერას ხელი ააფარა, რომ უხერხულობა გაენეიტრალებინა, მაგრამ ცხადია, ეს თემა მედიამ მალევე აიტაცა და განხილვის საკითხი გახდა.

ამას გარდა, როდესაც დღეს გიორგოს ლიაგას დილის გადაცემაში აპაძიდის დაუკავშირდნენ და აღნიშნულ საკითხზე დაიწყეს საუბარი, ქალმა მოკლე კომენტარი გააკეთა და ტელეფონი გათიშა. იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ