fbpx
საბერძნეთი

ტალახიანი წვიმა და მაღალი ტემპერატურა – საბერძნეთში სეზონისთვის უჩვეულოდ თბილა

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში აფრიკული მტვერია მოსალოდნელი, პარალელურად კი, ვინაიდან ზოგიერთ რეგიონებში ნავარაუდევია ნალექიც, წვიმა ტალახიანი იქნება.

ძლიერი წვიმა ძირითადად მოსალოდნელია კიკლადესის კუნძულებზე, ჩრდილო-დასავლეთით კი, უკვე მოვიდა უხვი ნალექი, განსაკუთრებით პაქსოსზე. რთული მდგომარეობა შეიქმნა კასოსა და კარპათოს ტერიტორიებზე.

ატიკის რეგიონში დღეს ჰაერი 18-19 გრადუსამდე გათბება, თესალონიკში კი, 15-დან 17 გრადუსამდე იმერყევებს.

ხვალ, პარასკევსა და შაბათს, ამინდი კიდევ უფრო გაუმჯობესდება, განსაკუთრებით კრეტას ჩრდილოეთით, სადაც ჰაერის ტემპერატურა დეკემბრის თვეში 20 გრადუსს გადააჭარბებს.

როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, მიმდინარე დღეებში ქევყანაში სეზონისთვის უჩვეულოდ თბილა, თუმცა, ვითარება შეიცვლება კვირიდან, როდესაც გაძლიერდება სამხრეთის ქარი და კვლავ მოსალოდნელია ნალექი, ცუდი ამინდის ფენომენი ორშაბათამდე იქნება აქტიური.

onalem

ტესტ