fbpx
საბერძნეთი

ესთეტიკის ცენტრი თერაპიას 99 ევროდ ყიდდა და კლიენტების სხეულში მარილიანი ხსნარი შეჰყავდათ

საბერძნეთში დიდი სკანდალი გამოიწვია ესთეტიკური ცენტრების საკითხმა, რომლებიც მუდმივად დასახელებებს იცვლიან, რომ უკმაყოფილო კლიენტების საჩივრებს აარიდონ თავი. როგორც ირკვევა, ესთეტიკურმა ცენტრმა წლების მანძილზე 100.000-მდე ადამიანია მოატყუა და 99 ევროდ ყიდდა თერაპიას, რომელიც სინამდვილეში არაფრის მომცემი არ იყო.

არსებული ცნობებით, ისინი არეკლამებდნენ კონკრეტულ თერაპიას, რომელიც მხოლოდ 99 ევრო ღირდა და ჰპირდებოდნენ შთამბეჭდავ შედეგებს, ინექცია კი, ნაცვლად შესაბამისი ნივთიერებებისა, შეიცავდა მხოლოდ მარილიან ხსნარს და კლიენტების ორგანიზმშიც სწორედ ეს შეჰყავდათ.

აღნიშნული ცენტრები თანამშრომლობდნენ პლასტიკურ ქირურგებთან და ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ მათთან თანამშრომლობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც გაიგო, თუ რას საქმიანობდნენ. პარალელურად კი, როგორც ირკვევა, მას საკუთარ კაბინეტშიც კი აკითხავდნენ უკმაყოფილო და გაცხარებული კლიენტები. მისი მტკიცებით, ესთეტიკური ცენტრის მფლობელმა თავი ყალბი სახელითა და გვარით წარუდგინა და ეუბნებოდა, რომ დერმატოლოგი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სფეროსთან არანაირი შეხება არ ჰქონდა.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია პოლიციის ყოფილი ოფიცრის შემთხვევაც, რომელიც ესთეტიკის მსგავსმა ცენტრმა დიდი დროის მანძილზე ატყუა და ნახევარი მილიონი ევრო გადაუხადა, შედეგად კი, ვერაფერი მიიღო. ცხადია, მათ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

onalem

ტესტ