fbpx
საზოგადოება

ემანუელამ საზოგადოებაში სოლიდარობა გააღვიძა – საბერძნეთში ორგანოების 1.000-მდე დონორი გამოჩნდა

როგორც მედია იუწყება, 21 წლის ემანუელას ორგანოების დონაციამ ბერძნულ საზოგადოებაში სოლიდარობის განცდა გააღვიძა. შთამბეჭდავია ზრდა, რომელიც ქვეყანაში დონაციის მსურველების თვალსაზრისით ფიქსირდება.

კერძოდ, 23-დან 26 ნოემბრის ჩათვლით, დონაციის ეროვნული ორგანიზაციის ვებ-გვერდზე აქტივობა განსაკუთრებულად არის გაზრდილი აქტივობა, ვინაიდან მოქალაქეები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ეძებენ.

რაც შეეხება უშუალოდ რეგისტრაციას, ამ დრომდე განაცხადების რაოდენობამ 1.000-სს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ ფიქსირდება 6%-იანი მატება, ადამიანები სულ უფრო და უფრო აქტიურად გამოთქვამენ ორგანოების დონაციის სურვილს, რათა სხვა ადამიანები იხსნან სიკვდილისა და მძიმე მდგომარეობისგან.

ეროვნული ორგანიზაციის ინფორმაციით, ფიქრობენ, რომ ზრდის აღნიშნული ტენდენცია ზაფხულამდე აქტიური იქნება.

onalem

ტესტ