fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ყველა შეზღუდვა, რომელიც საბერძნეთში აღდგომის პერიოდში მოქმედებს და 1 მაისამდე იქნება ძალაში

სამთავრობო გაზეთი აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას იმ შეზღუდვებთან და ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც აღდგომის პერიოდში კვლავ უნდა დავიცვათ და 1 მაისამდე იქნება ძალაში.

კერძოდ, კაფე-ბარებში, კლუბებში, ტავერნებსა და რესტორნებში შესვლისთვის კვლავ საჭირო იქნება ვაქცინაციის ან კოვიდით დაავადების დამადასტურებელი სერთიფიკატი ან ტესტის უარყოფითი პასუხი. პერსონალისთვის ასევე სავალდებულო რჩება პირბადის გამოყენება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, ხოლო მომხმარებლებისთვის მაშინ, როდესაც საკვებს არ მიირთმევენ და შიდა ტერიტორიაზე გადაადგილდებიან (მაგალითად საპირპარეშოში).

აღნიშნულ დაწესებულებათა ღია სივრცეებში დასხდომა დასაშვებია ტესტის უარყოფითი პასუხით, ხოლო დახურულ სივრცეებში შესვლა მხოლოდ ვაქცინირებულებს შეუძლიათ.

რაც შეეხება ეკლესიებს, შიგნით შესვლა დასაშვები იქნება ვაქცინაციის ან კოვიდით დაავადების დამადასტურებელი სერთიფიკატით, ასევე, სწრაფი ან თვით-ტესტის უარყოფითი პასუხით. ცხადია, აქაც სავალდებულოა პირბადის ტარება, გამონაკლისია მხოლოდ სასულიერო პირების შემთხვევა, რომლებიც მსახურებას ჩაატარებენ.

 

onalem

ტესტ