fbpx
საბერძნეთი

თესალონიკის ცნობილ რესტორანში ორმა მამაკაცმა დიდი აურზაური გამოიწვია, რადგან ვაქცინაციის სერთიფიკატები მოსთხოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში ორმა უცნობმა მამაკაცმა დიდი აურზაური და ზარალი გამოიწვია.

როგორც ირკვევა, მათ შიგნით შესვლისას ვაქცინაციის ან კოვიდით დაავადების დამადასტურებელი სერთიფიკატები მოსთხოვეს და ვინაიდან არ ჰქონდათ, გაცხარებულებმა იქაურობის დანგრევა დაიწყეს.

როგორც მფლობელი ამბობს, პერსონალმა დიდი თავშეკავება გამოიჩინა და სწორად გაუმკლავდა სიტუაციას, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ადამიანებს თავზე კონტროლი სრულიად ჰქონდათ დაკარგული.

ადგილზე პოლიცია მობილიზდა, მაგრამ ორივე მათგანმა მიმალვა მოასწრო.

ვრცელდება კადრები, თუ რა ხდებოდა ადგილზე:

onalem

ტესტ