fbpx
საბერძნეთი

ვოლოსში, რომელიც მთლიანად დაიტბორა, ხალხი 1 ბოთლი წყლისთვის “იბრძვის” – ოჯახების 90%-ს დენი არ აქვს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ვოლოსში კრიტიკული მდგომარეობაა – გარდა იმისა, რომ მთელი ქალაქი დატბორილია, ადამიანებს არ აქვთ წვდომა პირველადი საჭიროების ნივთებზე და წყალზეც კი. ქალაქში არ აქვთ არ წყალი და არც ელექტრო ენერგია, ყოველ შემთხვევაში ოჯახების 90%-ს.

ვოლოსის მერი, რომელიც წყალდიდობამდე თავად აფრთხილებდა ხალხს სახლებში დაბრუნებულიყვნენ და მანქანებით ნუ გადაადგილდებოდნენ, ახლა აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანია ადამიანებს დახმარება აღმოუჩინონ და წყალი მაინც მიაწოდონ. ცხადია, მობილიზებულია მანქანები, რომლებითაც ხალხს წყალს ურიგებენ და ერთი ბოთლის ასაღებად ისინი რიგებში დგანან.

ბატონი ბეოსი ამბობს, რომ ყველა უწყება, მათ შორის წყლისა და დენის მომწოდებელი კომპანიები, მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ, მაგრამ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, ქალაქი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

ვოლოსში უზარმაზარი მატერიალური ზარალია გამოწვეული და უკვე გამოძახებულია შესაბამისი უწყება ათენიდან, მის შესაფასებლად. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ადრეა იმაზე საუბარი, რომ კლიმატური ფენომენის აქტივობა დასრულდა.

onalem

ტესტ