fbpx
საბერძნეთი

“გადაარჩინეთ, ამოიყვანეთ წყლიდან” – ხალხი ყვიროდა, როცა ანტონი წყალში ჩავარდა, კაპიტანმა კი, გემი არ გააჩერა

გუშინ ღამით პირეაზე მომხდარ შემთხვევას უამრავი თვითმხილველი ჰყავს, მაგრამ არ გამოჩნდა არცერთი ადამიანი, რომელსაც თავში 36 წლის ანტონის დახმარება მოუვიდა. როდესაც მამაკაცი წყალში ჩავარდა, მგზავრები ყვიროდნენ, მაგრამ Attica Group-ის კუთვნილებაში მყოფი გემის კაპიტანმა არ გააჩერა, მიდიოდა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, ეკიპაჟის წევრებმაც არაფერი მოიმოქმედეს.

ვრცელდება მორიგი ვიდეო, რომელიც აღწერს, როგორ ებრძვის გემის პროპელერის მუშაობის შედეგად გამოწვეულ ტალღებს ახალგაზრდა მამაკაცი, შემდეგ კი, რაღაც მომენტში უძრავად ტივტივებს წყლის ზედაპირზე, მაშინ ანტონი უკვე გარდაცვლილი იყო.

ხალხი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებდა, ყვიროდა: “გადაარჩინეთ! ამოიყვანეთ წყლიდან”, მაგრამ არავინ გამოჩნდა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს საათებში გემის კაპიტანმა და ეკიპაჟის სხვა წევრებმა ჩვენება მისცენ და გაირკვეს, თუ როგორია მათი თვალით დანახული ინციდენტი, რომელსაც ანტონის ოჯახი მკვლელობას უწოდებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გემზე მყოფ მგზავრებს განუცხადეს, რომ არანაირ კავშირში არ იყვნენ მომხდართან და ჩვეულ რეჟიმში შესრულდებოდა რეისი ირაკლიოს მიმართულებით.

onalem

ტესტ