fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ავად გავხდი, ვერაფრით ვერ ვიჯერებ, რომ საბერძნეთში ასეთი რამ ხდება” – ადონის გეორგიადისის განცხადება პირეაზე მომხდარ შემთხვევაზე

შრომის მინისტრმა, ადონის გეორგიადიმ შეშფოთება გამოთქვა პირეაზე გუშინ ღამით მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ იზიარებს 36 წლის კრეტელი მამაკაცის ოჯახის მწუხარებას.

“ვნახე ვიდეო, როგორ აგდებს ეკიპაჟი ადამიანს გემიდან და უბრალოდ, ცუდად გავხდი ამ კადრებით. ვერანაირად ვერ ვიჯერებ, რომ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს საბერძნეთში, თანაც ცენტრალურ პორტში. როგორც ზღვაოსნობის ყოფილი მინისტრი, გეუბნებით, რომ ეს არა მარტო სისხლის სამართლის, საზღვაო სამართლის საქმე, ასევე, სხვისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფაქტი, არამედ საქმე გვაქვს ზღვაში ჩავარდნილი ადამიანის მიტოვებასთანაც. ეს მოხდა ეკიპაჟის მიერ, რომელიც წესითა და რიგით, კარგად არის გადამზადებული ასეთი შემთხვევების მართვისთვის. იმის ნაცვლად, რომ გემი გააჩერონ, მიდიან ისე, თითქოს არაფერი მომხდარა,” განაცხადა გეორგიადისმა.

36 წლის კრეტელი მამაკაცის ოჯახი მართლმსაჯულების აღსრულებას ითხოვს, საქმეზე კი გამოძიება მიმდინარეობს, დაკავებულია ეკიპაჟის ორივე წევრი, რომელთაც ახალგაზრდას ხელი ჰკრეს და ასევე გემის კაპიტანიც.

onalem

ტესტ