fbpx
საზოგადოება

ათენი: ესთეტიკურ ცენტრში ხალხს წინასწარ ახდევინებდნენ და არასოდეს ემსახურებოდნენ

რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ესთეტიკური ცენტრი ათენში, მრავალი საჩივრის მიუხედავად, ხალხის მოტყუებას აგრძელებს და თავის თაღლითურ საქმიანობას არ იშლის. ამჯერად მათი მსხვერპლი გახდა ახალგაზრდა ქალი, ხრისტინა ბიტა, რომელიც ამბობს, რომ ამ ცენტრში ლაზერული ეპილაციის მომსახურების მისაღებად მივიდა, თანხა გადაიხადა, მაგრამ არასოდეს მომსახურებიან.

ირკვევა, რომ ეს არის იგივე ესთეტიკური ცენტრი, რომელმაც ყოფილი პოლიციელი მოატყუა, ნახევარი მილიონი ევრო გამოსძალა, ასევე, კიდევ ერთი მამაკაცისგან მიითვისეს 70.000 ევრო, რომელსაც წონაში დაკლებას დაჰპირდნენ და საბოლოოდ ორჯერ სცადა თვითმკვლელობა.

ხრისტინა ბიტა ამბობს, რომ თანხა წინასწარ გადაიხადა, თუმცა, ვიზიტებს მუდმივად უცვლიდნენ და მისი რიგი არასოდეს მოდიოდა, მომსახურების მისაღებად. რაც შეეხება თანხას, უკან არ აბრუნებდნენ. რაც შეეხება პოლიციას, ოფიცრებმა უთხრეს, რომ ეს მათთვის ახალი ამბავი არ იყო და ამ კონკრეტულ ესთეტიკურ ცენტრში ყოველდღე მიდიოდნენ მსგავსი საჩივრების გამო.

 

onalem

ტესტ