fbpx
საზოგადოება

თესალონიკში უკრაინის გენერალური საკონსულო მადლობას უხდის ქართველ დიპლომატებს მხარდაჭერისთვის

2023 წლის 24 თებერვალს ზუსტად 1 წელი შესრულდა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით თესალონიკში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, სადაც ბერძნები და უკრაინელები მხარდაჭერის გამოსახატად გაერთიანდნენ.

ტაძარში გაიმართა ერთობლივი ლოცვა ბერძნულ და უკრაინულ ენებზე, სადაც ასევე, გალობდა უკრაინული პროფესიონალური გუნდი, “კალინა”. ამ ყველაფერს მოჰყვა მშვიდობიანი მსვლელობა თეთრ კოშკამდე, სადაც აქციის მონაწილეებმა შექმნეს ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც მათ ერთობას გამოხატავდა.

ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, ისევე როგორც, გასული 365 დღის განმავლობაში, უკრაინელებს მხარს უჭერდა საქართველო, ქართველო დიპლომატები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ და უკრაინელ ხალხს, ასევე, მათ დიპლომატიურ წარმომადგენლებს მორალურ და ფაქტობრივ სოლიდარობას უცხადებდნენ. ამისთვის უკრაინული მხარე, კონკრეტულად კი, საკონსულო, დიდ მადლობას უხდის თესალონიკში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, ბულგარეთი და კვიპროსი.

.

.

onalem

ტესტ