fbpx
საბერძნეთი

ხალხის დიდი რაოდენობა დღეს ვარვარკიოს ბაზარში – დიდი მზადება “სუფთა ორშაბათისთვის”

ვარვარკიოს ბაზარში დღეს დილიდან ხალხის დიდი რაოდენობა შეინიშნება. ბერძნები განსაკუთრებით ემზადებიან ხვალისთვის, რათა სამარხვო სუფრაზე ყველა საჭირო პროდუქტი ჰქონდეთ, პარალელურად კი, ფასები საკმაოდ დამაკმაყოფილებელია, ვინაიდან არ გაზრდილა.

მაგალითად: თევზზე 2023 წელს იგივე ფასია, რაც 2019 წელს იყო და ამას თავად მოვაჭრეები ამბობენ.

მიდიების ფასი 5 ევროდან, ხამანწკები 11 ევროდან, კრევეტების ფასი 12 ევროა კგ-ზე, კალმარის ფასი კი 10 ევრო.

აღსანიშნავია, რომ ხვალ, “სუფთა ორშაბათს”, ვარვაკიოს ბაზარი და ზოგადად, სურსათის მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ, გარდა სუპერმარკეტებისა.

onalem

ტესტ