fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ქმრის კიდევ ერთი მსხვერპლი საბერძნეთში: ქალი, რომელმაც მეუღლეს განქორწინება მოსთხოვა

ტრაგედია, რომლის შესახებაც მედია იუწყება, დრამაში მოხდა. საკუთარი მეუღლის მსხვერპლი გახდა 59 წლის ქალბატონი, რადგან მასთან დაშორება უნდოდა.

როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარს შორის გუშინ ღამით სერიოზული ჩხუბი მოხდა, 64 წლის მამაკაცმა საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი რამდენიმე საათის მანძილზე იყო მეუღლის ცხედართან, საბოლოოდ კი, სიცოცხლე თავადაც თვითმკვლელობით დაასრულა.

გარდაცვლილი მშობლები მათმა ქალიშვილმა დილით იპოვა, როდესაც სახლში მიაკითხა, რადგან 64 წლის ქალი არ გამოჩნდა. ის დაპირებული იყო, რომ შვილიშვილებს დაიტოვებდა და ვინაიდან კონტაქტზე არ გამოვიდა, მისმა შვილმა სახლში მისვლა გადაწყვიტა, რათა შეემოწმებინა, რა დაემართათ მშობლებს.

არსებული ცნობებით, სასტიკი დანაშაული იმის გამო მოხდა, რომ ქალმა მეუღლეს სთხოვა, ოფიციალურა განქორწინებულიყვნენ.

onalem

ტესტ