fbpx
საბერძნეთი

“პირადი ექიმი არის სოციალური აუცილებლობა, თითოეულმა მოქალაქემ უნდა აირჩიოს ის” – ანარგიროს მარიოლის

საბერძნეთში გაიმართა კონფერენცია ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით (ygeiamou.gr), რომელზეც საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ და ექიმებმა ყველაზე მთავარ საკითხებზე ისაუბრეს.

ygeiamou.gr არის დასრულებული სახის ინტეგრირებული ქსელი, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ მოქალაქეს საკუთარი საჭიროებების პოვნაში.

პათოლოგი და ოჯახის ექიმი, ანარგიროს მარიოლი აცხადებს, რომ პირადი ექიმის ყოლა ეს სოციალური აუცილებლობაა, რაც გააუმჯობესებს მათ ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას და ოჯახური საჭიროებებს მოკლე დროში დაუკმაყოფილებთ.

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში თითოეულ მოქალაქეეს შეეძლება აირჩიოს ოჯახის ექიმი, რომელსაც მიმართავს საავადმყოფოების ნაცვლად და რომლის შეცვლაც ნებისმიერ დროს შეეძლება. ასეთ შემთხვევაში ექიმი აწარმოებს პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიას, ელექტრონული სახით, შეძლებს გამოუწეროს დანიშნულება და ჩაუტაროს შესაბამისი ანალიზები.

გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო საავადმყოფოებში არსებობს დიდი რიგები, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებში კი, ხშირად შეუძლებელია, რომ ადამიანს ჰქონდეს პრიორიტეტი, ოჯახის ექიმის არსებობის შემთხვევაში, ადამიანებს შეეძლებათ მიიღონ მომსახურება 365 დღე, 24 საათის მანძილზე, ქვეყნის ყველა კუთხეში.

onalem

ტესტ