fbpx
პოლიტიკა

“თურქეთის აგრესია ზღვარს გადადის! ამ ყველაფერმა არ უნდა გადაინაცვლოს ბრძოლის ველზე” – მიცოტაკის

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, თურქეთის პროვოკაციებს ეხმაურება, რომლებიც უკვე ზღვარს გადადის. ბოლო დროს გაკეთდა განცხადებები, რომ თურქულმა ჯარებმა საბერძნეთის კუნძულებზე ოპერაციები უნდა განახორციელონ და რომ თუ საჭირო გახდება, ომიც უნდა განხორციელდეს.

მიცოტაკიმ ისაუბრა იმ უკანონო ფრენებზეც, რომლებსაც თურქული საბრძოლო ხომალდები ახორციელებენ საბერძნეთის საჰაერო სივრცეში. ასევე, კომენტარი გააკეთა ფაქტზე, რომ თურქი პრეზიდენტი მასთან საუბარზე უარს აცხადებს:

“წარმომიდგენია, რომ რაღაც მომენტში ჩვენს შორის საუბარი უნდა შედგეს, რადგან ამის აუცილებლობა არსებობს. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც ამბობენ, რომ ვინმეს არ დაელაპარაკებიან. მე წყენას გულში არ ვიდებ, თუმცა, ბოლომდე დავიცავ საბერძნეთის ინტერესებს და ამას გავაკეთებ დიდი თავდაჯერებით, რადგან დარწმუნებული ვარ, ჩვენი მხრიდან მართლები ვართ.

ჩვენ წარსულშიც ვნახეთ დაძაბულობა და რევიზიონისტული რიტორიკა, მაგრამ ყველას სჭირდება თავი შეკავება. თურქეთის აგრესია ზღვარს გადადის, ხდება გრაფიკული და ამ ყველაფერმა ბრძოლის ველზე არ უნდა გადაინაცვლოს,” აცხადებს მიცოტაკი.

onalem

ტესტ