fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

არჩევნები 2023 წლის 21 მაისს ჩატარდება – კირიაკოს მიცოტაკის ოფიციალური განცხადება!

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ არჩევნების თარიღი დააანონსა. მისი განცხადებით, არჩევნები საბერძნეთში 2023 წლის 21 მაისს გაიმართება. ხოლო თუ საჭირო იქნება, რომ შედგეს მეორე ტურიც, შედგება ივლისის დასაწყისში.

“ეროვნული არჩევნები გაიმართება ოთხწლიანი პერიოდის ბოლოს, როგორც თავიდანვე ვთქვი. არჩევნები გაიმართება კვირას, 21 მაისს, ხოლო თუ მეორე ტურიც გახდა საჭირო, მაშინ ივლისის პირველი რიცხვებისთვის დაიგეგმება,” ამბობს მიცოტაკი.

პრემიერმა განმარტა, რომ ეს არის გეგმა, რომელიც სრულიად შეესაბამება კონსტიტუციურ ვადებს და დასძინა, რომ მთავრობა მუშაობას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არსებობდა შეცდომები, მთავრობა აქ არის იმისთვის, რომ ეს გამოცდები გამოასწოროს.

“ამიერიდან ჩვენი დევიზი ის არის, რომ წინ წავწიოთ საბერძნეთი უკომპრომისოდ და თამამად. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ვის აძლევენ ხმას პრემიერობის პოზიციის დასაკავებლად, რადგან ქვეყანას სჭირდება სტაბილური ლიდერი,” განაცხადა პრემიერმა.

onalem

ტესტ