fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: რა შემთხვევებში არ აქვს უფლება დამსაქმებელს გაგათავისუფლოთ სამსახურიდან?!

საბერძნეთის შრომის მინისტრის, კოსტი ხაძიდაკის ინფორმაციით, ფართოვდება იმ შემთხვევათა და კატეგორიათა რიცხვი, როდესაც დამსაქმებელს არ აქვს უფლება გაათავისუფლოს სამსახურიდან საკუთარი თანამშრომელი.

ამასთანავე, მინისტრმა დაამატა, რომ ამ დრომდე არსებული ყველა კატეგორია ძალაში რჩება და სამსახურიდან გათავისუფლება აკრძალულია სქესის, რწმენის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, ინვალიდობის, დისკრიმინაციული მიზეზებით. თუმცა, ყველა აღნიშნულ კატეგორიას კიდევ ემატება რამდენიმე:

  • თუ ხართ 6 თვემდე ახალშობილის მამა, განურჩევლად იმისა, რამდენი ბავშვია ოჯახში, დამსაქმებელს არ აქვს უფლება გაგათავისუფლოთ სამსახურიდან.
  • თუკი დამსაქმებელი შემოგთავაზებთ სამუშაო გრაფიკს, რომელიც თქვენთვის არახელსაყრელია და არ გსურთ, რომ დათანხმდეთ, დამსაქმებელს არ აქვს უფლება, რომ გაგათავისუფლოთ.
  • დამსაქმებელს არ აქვს უფლება სამსახურიდან გაათავისუფლოს თანამშრომელი, რომელმაც ითხოვა შვებულება ან მიიღო შვებულება, თავად სამსახურისგან, თხოვნის გარეშე.

თუკი დამსაქმებელი რომელიმე ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე გაგათავისუფლებთ, გაქვთ უფლება მიმართოთ სასამართლოს და გააპროტესტოთ აღნიშნული. კომპენსაცია, რომელსაც თქვენი სიმართლის დამტკიცების ფონზე მიიღებთ, არ შეიძლება იყოს ნაკლები, ვიდრე თქვენი სამი თვის ხელფასია.

onalem

ტესტ