fbpx
საზოგადოება

პეტროს ფილიპიდისი სამართლებრივ პასუხისგებაში – ერთხელ გაუპატიურება და ორჯერ გაუპატიურების მცდელობა

ცნობილ მსახიობს, პეტროს ფილიპიდისს უმძიმესი ბრალდებები წაუყენეს. ირკვევა, რომ მას ერთ შემთხვევაში გაუპატიურებაში, ხოლო ორ სხვა შემთხვევაში გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ.

საქმის მასალები სულ მალე გადაეგზავნება გამომძიებელს და შესწავლის შემდეგ, ფილიპიდისს ოფიციალური ჩვენების მიცემა მოუწევს.

ქალი, რომელიც ფილიპიდისს უჩივის, დეტალურად აღწერს ისეთ გარემოებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ მსახიობმა მასზე სექსუალურად იძალადა. ეს მოხდა თეატრის ტერიტორიაზე, ქალის სურვილის საწინააღმდეგოდ.

დანარჩენ ორ შემთხვევაში ქალები ჰყვებიან, როგორ ცდილობდა მათზე სექსუალურად ეძალადა, კოცნიდა და ეხებოდა, ცხადია, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. ერთ-ერთ ჯერზე, როდესაც მსხვერპლმა მისგან თავის დახსნა მოახერხა, ფილიპიდისმა უთხრა, რომ გაანადგურებდა, თუკი რაიმეს იტყოდა.

ფილიპიდისმა კოლეგა ქალის გაუპატიურება 2014 წლის აგვისტოში ფსიხიკოს ტერიტორიაზე სცადა, სადაც ერთ-ერთ ჩიხში მანქანით მიიყვანა, ყველა კარი ჩაკეტა და წასვლის საშუალებას არ აძლებდა.

წინასწარი ცნობებით, ცნობილი მსახიობი ყველა ბრალდებას უარყოფს.

onalem

ტესტ