fbpx
საზოგადოება

ტრაგედია ვულიაღმენში: ავტოავარიას ცნობილი მომღერალი შეეწირა – კადრები ადგილიდან

დღეს დილით ცნობილი რეპერის, პიტერ ანასტასოპულოს სიკვდილი ბომბივით გასკდა საბერძნეთში. ის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ბოლო პერიოდში რეპისა და პოპის მოყვარულთა შორის. ბოლო სიმღერამ, რომელიც ელენი ფურეირასთან ერთად ჩაწერა, უდიდეს წარმატებას მიაღწია და უმოკლეს ხანში თითქმის 18 მილიონი ნახვაც კი დააგროვა.

ირკვევა, რომ 34 წლის მომღერალი ვულიაღმენში, 02:30 საათზე მომხდარ ავტოავარიას შეეწირა. ის მანქანას თავად მართავდა და მეგობრის ქორწილიდან ბრუნდებოდა, სადაც ელენი ფურეირასთან ერთად იმღერა.

რეპერმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და ჯერ ბოძებს, შემდეგ კი დიდ ხეს შეეჯახა. ადგილზე მობილიზდა 12 მაშველი, 4 სახანძრო მანქანით და ის უგონო მდგომარეობაში გადმოიყვანეს მანქანიდან. ამდენი ადამიანი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ანატასოპულოს სხეული მანქანაში იყო მომწყვდეული და მისი გამოყვანა მხოლოდ 2 საათის შემდეგ მოხერხდა.

ვრცელდება კადრები ავარიის ადგილიდან, სადაც გარდაცვლილის ახლო მეგობარიც იმყოფებოდა:

onalem

ტესტ