fbpx
საზოგადოება

300 ევროიანი ჯარიმა სიმსივნით დაავადებულ ქალს, რომელიც ქიმიოთერაპიიდან ბრუნდებოდა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ 300 ევროიანი ჯარიმა გამოუწერა ქალს, რომელიც სიმსივნით არის დაავადებული და ქიმიოთერაპიის კურსიდან სახლში ბრუნდებოდა.

ტელეკომპანია ANT-ის ცნობით, პოლიციამ გააჩერა სპეციალური ფურგონი, რომელსაც ოჯახი ქალის გადაადგილებისთვის ქირაობს, ვინაიდან ის სავარძელში ზის და დამოუკიდებლად არ შეუძლია საავადმყოფომდე მისვლა. მასთან ერთად იყო მისი ქალიშვილიც, შემოწმების შედეგად კი ორივე მათგანს ცალ-ცალკე 300 ევროიანი ჯარიმები გამოუწერეს.

ოფიცრებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ ეს იყო უმიზეზო გადაადგილება.

როგორც მისი ქალიშვილი აცხადებს, დედას მუდმივად დაჰყვება ქიმიოთერაპიაზე და ვერიადან თესალონიკში უწევთ ჩასვლა, რომ ეს პროცედურა ჩაიტაროს. მისი თქმით, ოფიცრებმა ისიც უთხრეს, რომ ჯარიმას გამოუწერდნენ და თუკი არ ეთანხმებოდნენ, შეეძლოთ, გაესაჩივრებინათ.

GRTimes.gr-ის ცნობით, მათ მართლაც გაასაჩივრეს და მას შემდეგ, რაც კომპეტენტურმა კომიტეტმა საკითხი განიხილა, ჯარიმები გაუუქმდათ.

onalem

ტესტ