fbpx
საზოგადოება

კრეტაზე სამუშაოდ ჩასული ხალხი არაადამიანური პირობების გამო საავადმყოფოში მოხვდა!

კუნძულ კრეტადან სკანდალური ინფორმაცია ვრცლედება. ირაკლიოს შრომის ცენტრის ხელმძღვანელი, სტელიოს ვორგიასი იმ პირობების გამო ჩივის, რომელშიც კუნძულის სასტუმროებში მომუშავე ხალხს უწევს ყოფნა.

კერძოდ, ინფორმაციის მიხედვით რამდენიმე სასტუმროში ხალხი მუშაობს კვირაში 7 დღე, დღეში კი მინიმუმ 10 საათი. სწორედ ამის გამო, 4 თანამშრომელი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ აღენიშნებათ გადაღლა და გამოფიტვა. ფაქტობრივად, რამდენიმე ხნის მანძილზე ისინი მუშაობას ვეღარ შეძლებენ.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ სასტუმროს მფლობელები დაქირავებულებს ზედმეტად ნამუშევარი საათებისთვის არ უხდიან. ისინი ეძებენ მაქსიმალურად იაფ მუშახელს, რაშიც ძირითადად ახალგაზრდები მოიაზრებიან და პარალელურად თანხას აკლებენ ძველ თანამშრომლებს.

ცნობილია, რომ სტუდენტები მზეზე შემცირებული ხელფასებით, 300 ევროს გამოც კი მუშაობენ, რაც შემაშფოთებელი ფაქტია.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან დღემდე ხანიის ტურიზმის სფეროში მომუშავე ახალგაზრდების რაოდენობამ 186%-ით მოიმატა.

როგორც სტელიოს ვორგიასი აცხადებს, შრომის სამინისტრომ აღნიშნული და მსგავსი სასტუმროებისთვის სერიოზული საკონტროლო მექანიზმები უნდა შექმნას.

onalem

ტესტ