fbpx
პოზიტივისაზოგადოება

საბერძნეთი: კუნძულის მერმა ინფიცირებული პაციენტი სასწრაფო დახმარების მანქანით თავად გადაიყვანა, რადგან მძღოლი ადგილზე არ იყო

ალონისოსის მერმა, პეტროს ვაფინისმა ნამდვილად დიდი ემპათია გამოავლინა საკუთარი კუნძულის მაცხოვრებლის მიმართ და თავის თავზე აიღო საქმე, რომელიც მის ადგილას, შესაძლოა, სხვას არ გაეკეთებინა.

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულის ერთ-ერთ მკვიდრს, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც, აუცილებელი გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია. ყველაზე ახლოს მდებარე საავადმყოფო კი არის ვოლოსის საავადმყოფო, რომლამდე მისაღწევად, ცხადია, საჭირო იყო საზღვაო ტრანსპორტი, თუმცა, უამინდობის გამო, საბოლოოდ Super Puma-ს ტიპის ვერტმფრენი იქნა გამოყენებული.

ირკვევა, რომ იმისთვის, რომ პაციენტი იქამდე მიეყვანათ, პეტროს ვაფინისი სასწრაფო დახმარების მანქანის საჭეს თავად მიუჯდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი მოითხოვს უდიდეს სიფრთხილეს და დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. პერსონალიც და მძღოლიც კარგად უნდა იყოს დაცული და აღჭურვილი სპეციალური ფორმით.

“კუნძულზე წლების მანძილზე მხოლოდ ერთი მძღოლი გვყავს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას მართავს. ის დილის ცვლაში მუშაობს და 3 საათზე ასრულებს,” ამბობს ვაფინისი.

onalem

ტესტ