fbpx
პოზიტივი

ათენი: სანტა კლაუსისა და ელფების ფორმებში გამოწყობილმა მეხანძრეებმა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს საჩუქრები მიუტანეს

მარინა ვარდინოიანის ფონდის “ელპიდას” ბავშვთა ონკოლოგიურ განყოფილებაში გუშინ პატარებს განუსაზღვრელი სიხარული აჩუქეს.

მეხანძრეები, რომლებიც სანტა კლაუსისა და ელფების ფორმებში იყვნენ გამოწყობილები, საავადმყოფოს პალატებში სიმაღლიდან დაეშვნენ და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს საჩუქრები მიუტანეს. პატარები სიხარულს ვერ მალავდნენ და აღფრთოვანებულები იყვნენ, რომ მათი საჩუქრები შობამდე ცოტა ადრე მივიდა.

ღონისძიებას ესწრებოდა სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკოს ხარდალიასი, სახანძრო სამსახურის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი, სტეფანოს კოლოკურისი, საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ემმანუილ პაპასავასი და რა თქმა უნდა, თავად მარინა ვარდინოიანი, რომელიც Skype-ს საშუალებით იყო ჩართული.

onalem

ტესტ